ორიგინალი
დედაქალაქმა „UITP ევრაზიის ურბანულ სარკინიგზო ფორუმს“ უმასპინძლა
ნიუპოსტი·13:30

დედაქალაქმა „UITP ევრაზიის ურბანულ სარკინიგზო ფორუმს“ უმასპინძლა

26 ნოემბერი, 2026 · 13:30

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მასპინძლობით, თბილისში „UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი - 2026“ (UITP Eurasia Urban Rail Forum - 2026) ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) მეტროპოლიტენის კომიტეტის 54-ე და მეტროპოლიტენის დივიზიის 103-ე შეხვედრა, ასევე, UITP-ის ევრაზია MENA-ს ურბანული სარკინიგზო პლატფორმისა და UITP-ის ევრაზიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა.

პროგრამა მოიცავდა კომიტეტისა და დივიზიის სხდომებს, სამუშაო სესიებს, ქსელურ ღონისძიებებსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დეპოში ტექნიკურ ვიზიტებს.

ღონისძიების მიზანს ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

ფორუმი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა გოტიე ბროდეომ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი.

„თბილისის მეტროს ქალაქის სატრანსპორტო ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ყოველდღიურად ათასობით მოქალაქის გადაადგილებას უზრუნველყოფს და დედაქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ამ სისტემის განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ გრძელვადიან ხედვას, სწორ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, ეფექტიან მართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისეთი პლატფორმის არსებობა, როგორიცაა „UITP ურბანული სარკინიგზო ფორუმი“. აქ შესაძლებლობა გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ როგორც წარმატებული პროექტები და მიღწევები, ისე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქალაქები და სატრანსპორტო ოპერატორი კომპანიები ყოველდღიურად ვდგავართ“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

მონაწილეებმა ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ურბანული სარკინიგზო სისტემების დაფინანსებისა და რეგულირების მოდელები, სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მართვა და მოვლა-პატრონობა, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, ასევე, მგზავრებზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 2006 წლიდან წარმოადგენს UITP-ის წევრ ორგანიზაციას და ასოციაციასთან თანამშრომლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით, ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობასა და UITP-ის საერთაშორისო ქსელში აქტიურ ჩართულობას.

„UITP ევრაზიის ურბანულ სარკინიგზო ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიების, საჯარო უწყებების, ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. დედაქალაქმა „UITP ევრაზიის ურბანულ სარკინიგზო ფორუმს“ უმასპინძლა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·20:15

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ნიუპოსტი·18:00

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
ნიუპოსტი·17:55

კახა კალაძე არასამთავრობოებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო

კახა კალაძე არასამთავრობოებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
ნიუპოსტი·17:37

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.