ორიგინალი
კახა კალაძე არასამთავრობოებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
ნიუპოსტი·17:55

კახა კალაძე არასამთავრობოებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო

26 ნოემბერი, 2026 · 17:55

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების სახელით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ იმ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობდნენ.

მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ თემაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამაზე რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ საუბარი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე - ვინ აორგანიზებდა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს, ვინ აორგანიზებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, ვინ აორგანიზებდა საზოგადოების პოლარიზებას. ამაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს რაღაც კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა რეალურად, თანხის 95% მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობაში. მათ ადგილზე ჰქონდათ შექმნილი ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ვრცელდებოდა ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც საკუთარი პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი არსებობდა.

„მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებდნენ ამ პრინციპით. ზოგადად, ყველა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა ჰქონდათ, სადაც საკუთარი ინტერესის, პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი ჰქონდათ, რათა თავიანთი ქვეყნის ინტერესები გაეტარებინათ სხვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. როცა დასჭირდებოდათ, ამ ვითომ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ააყვირებდნენ და მზად იყვნენ, გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ იქნებოდა გადადგმული. გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითები. ეს ძალიან მძიმე კრიმინალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების ფაქტიც გაიხსენა და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გავიხსენოთ თუნდაც 2020 წელი, როდესაც არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს. ვინ აფინანსებდა ამას? ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? USAID იყო თუ არ იყო? ხომ გვახსოვს? პირდაპირ რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ ყველაფრის. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ახლა ერთი კონკრეტული ორგანიზაციაა, რომელზეც აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ გახსნა ფაილები და გამოამჟღავნა ყველაფერი - რამდენი იხარჯებოდა თანხა, რა იყო მისი ძირითადი მიზანი, რომ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალებები. უამრავი ასეთი ორგანიზაციაა, ევროპული ორგანიზაციებიც, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ქვეყანაში ხალხის დაპირისპირებით, სახელმწიფო გადატრიალებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. კახა კალაძე არასამთავრობოებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო

თემა: ყველაფერი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ტვ პირველი·20:22
    „ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ“ - სააკაშვილი
  • იმედი·18:53
    პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე
  • რუსთავი 2·17:27
    კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
  • ამბები.ge·15:12
    "მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან? - 4 დღე მაწამებდნენ... ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო" - დავით ფეიქრიშვილი
ყველაფერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·20:15

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ნიუპოსტი·18:00

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
ნიუპოსტი·17:37

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
ნიუპოსტი·16:59

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო

სოფელ ლაილაშში მეწყრის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი - გარემოს ეროვნული სააგენტო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.