ორიგინალი
"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ" - ირაკლი ღარიბაშვილი
ნიუპოსტი·18:28

"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ" - ირაკლი ღარიბაშვილი

25 ნოემბერი, 2026 · 18:28

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შანტაჟზე გამოძიების დაწყებაზე პროკურატურის უარს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყების მიერ შეთავაზებულ „გასაუბრების“ ფორმატს „ინსტიტუციურ მანიპულაციასა და სამართლებრივ აბსურდს“ უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს — პოლიტიკურ რეპრესიად და სისტემურ დანაშაულად აფასებს.

„ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა — ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. „გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს — შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით.

სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“. ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად.

პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული: როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს — სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“, — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. "ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ" - ირაკლი ღარიბაშვილი

თემა: მინისტრი

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·20:50
    აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა
  • იმედი·20:46
    აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მაღალი დონის შეხვედრებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • რუსთავი 2·16:45
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
  • ნეტგაზეთი·16:01
    “მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის იდეის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ შეასრულა” — მინისტრი
მინისტრიპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·20:04

რუსეთში ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში ამერიკული ჯინსი, ჩიფსი და Coca-Cola ბურახით, „ვალენკებითა“ და „ხოლოდეცით“ ჩაანაცვლეს

რუსეთში ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში ამერიკული ჯინსი, ჩიფსი და Coca-Cola ბურახით, „ვალენკებითა“ და „ხოლოდეცით“ ჩაანაცვლეს
ნიუპოსტი·18:51

ინტენსიური თოვის გამო რიკოთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

ინტენსიური თოვის გამო რიკოთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
ნიუპოსტი·17:30

საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
ნიუპოსტი·16:11

27 ნოემბერს ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით SOLO Visa ბარათით გადახდისას და შეიძინეთ სასურველი ნივთები Black Friday-ზე

27 ნოემბერს ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით SOLO Visa ბარათით გადახდისას და შეიძინეთ სასურველი ნივთები Black Friday-ზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.