"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი
28 ნომებრი აქციაზე გამოტანილი ბანერის შესახებ, (სადაც მიხეილ. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთა ერთად იყო გამოსახული წასრწერით: ახირებული ავტოკრატებისკ დრო წავიდა) საკუთარ პოზიციას ფბ პოსტის სახით ავრცელებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი მაია კოპალეიშვილი:
ბანერის შესახებ! მეგობრებო და არა მეგობრებო, რომლებიც ყველას მტრად განიხილავთ, ვინც თქვენსავით ემოციებით არ ხელმძღვანელობს!თქვენ ერთი რამე გავიწყდებათ, ვერანაირი შემოგდებული ბანერი ვერ დააკლებს მიშას ვერაფერს! მე პირადად არაფრად მიმაჩნია ეს ბანერი, იმდენად უსუსურია მიშას ნაწილში და იმდენად უმნიშვნელოდ მივიჩნევ გუშინდელი აქციის ფონზე. ქართული ოცნების უპასუხისმგებლო ხელისუფლების ფონზე, კარგად გამოჩნდა და ყველამ დაინახა, რამდენი მნიშვნელოვანი და არსებითი ცვლილებები მოხდა Mikheil Saakashvili მიერ და დროს, რომლებმაც ჩვენი სახელმწოფოებრიობის განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზის განსაზღვრა გამოიწვია და ინერციით დღემდე გრძელდება, მიუხედავად ქართული ოცნების მავნებლური და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მმართველობისა! 28 ნოემბრის აქციაზე მოსული ხალხის მთავარი გზავნილი და დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე და ევროკავშირში გაწევრიანების კურსის დაცვა! კონცენტრირდით ამაზე, დაიოკეთ პირადი ეგოები, ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვადასხვა გამოხდომებს, რომლებიც ვნებს ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების ერთიანობას საერთო მიზნისთვის ბრძოლაში! საქართველო გაიმარჯვებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე!
