ორიგინალი
რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს
ნიუპოსტი·16:07

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს

29 ნოემბერი, 2026 · 16:07

რუსეთის მთავრობამ წიწიბურის ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილების მიზეზად მოსავლის 12-წლიან მინიმუმამდე შემცირება და ფასების ზრდა სახელდება. საქართველოსთვის რუსეთი წიწიბურის მთავარი მომწოდებელია. ამის შესახებ სტატიას bm.ge ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში შეძენილი წიწიბურის ღირებულების 99,9% (4 348 300 აშშ დოლარი 4 353 300 დოლარიდან) სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებსა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიწოდებაზე, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებებზე.

როსტატის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე საცალო ფასები 17,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი, თითქმის 20%-ით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ ინფლაციას. საბითუმო ფასები 2026 წლის ოქტომბერში 30%-ით, ხოლო ზაფხულის დასაწყისიდან 70%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთლიანი მოსავალი ბოლო 12 წლის მინიმუმამდე დაახლოებით 800 ათას ტონამდე დაეცა.

რუსეთში წიწიბურის სათესი ფართობები 2026 წელს 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 682,9 ათას ჰექტრამდე შემცირდა, ალთაის მხარე კი, სადაც მოსავლის ნახევარი მოდის, გვალვამ დააზარალა. 1-ელი ოქტომბრისთვის მარაგები 130 ათას ტონამდე შემცირდა, მაშინ როცა იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში 157 ათასი ტონა გაიტანეს, სადაც მას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად იყენებენ.

მსგავსი შეზღუდვა რუსეთს 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტომდეც ჰქონდა დაწესებული. მაშინ საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ეს ქართულ ბაზარზე არ აისახებოდა და საჭიროების შემთხვევაში წიწიბურის შემოტანა სხვა ბაზრებიდან იქნებოდა შესაძლებელი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოს წიწიბურის 99,9% სწორედ რუსეთიდან შემოაქვს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპოსტი·15:15

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი

"ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი
ნიუპოსტი·15:00

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

საგარეჯოში 4 სახლის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
ნიუპოსტი·12:12

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში

"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში
ნიუპოსტი·00:37

29 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

29 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.