ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად სამი სახლი დაინგრა
ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესის შედეგად სამი სახლი დაინგრა.
მიწის მასა დილით ადრე ჩამოიშალა, შენობებიდან მოსახლეობის გაყვანა დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეწყერის განვითარების საფრთხის გამო სოფლიდან 17 ოჯახის გაყვანა მიმდინარეობს.
ადგილზე შესაბამისი ჯგუფები და გეოლოგები მუშაობენ.
