ორიგინალი
სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?
ამბები.ge·18:06

სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?

26 ნოემბერი, 2026 · 18:06

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია თეიმურაზ კუპატაძის ფინანსური მდგომარეობა.

შს მინისტრის ახალმა მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

დეკლარაციის თანახმად, თეიმურაზ კუპატაძის საკუთრებაშია ქალაქ მცხეთაში მდებარე 562 კვ.მ. საერთო ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2021 წელს 100 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული სოფელ წეროვანში (სხალტბა) მდებარე 1 005 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელშიც 2023 წელს 41 000 ლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, კუპატაძის საკუთრებაშია: 2021 წელს 3 500 აშშ დოლარად შეძენილი კვადროციკლი - CAN-AM DS250, ასევე 2022 წელს 14 000 აშშ დოლარად შეძენილი ბაგი - Polaris RZR TURBO S4 და 2023 წელს 10 000 აშშ დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა - TOYOTA LANDCRUISER.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 959 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 50 000 აშშ დოლარის დანაზოგი ჰქონდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მასვე 2025 წლის იანვრიდან 9 ივნისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე 51 300 ლარის, ხოლო 9 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, “დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოზიციაზე 70 786 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, თეიმურაზ კუპატაძეს გასულ წელს მოტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შედეგად 8 000 აშშ დოლარის შემოსავალი, ხოლო მეზობლისგან ავტომანქანის მეორადი ნაწილის შესაძენად ჩარიცხული თანხის სახით 3 000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. იხილეთ ვრცლად

იხილეთ ასევე:

შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს - პოსტს თეიმურაზ კუპატაძე იკავებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. სახლი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი, ბაგი, კვადროციკლი, მანქანა და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე?

თემა: მინისტრი

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·16:47
    შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  • კვირის პალიტრა·16:43
    "ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე
  • ინტერპრესნიუსი·16:42
    შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  • რადიო თავისუფლება·16:41
    „განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
მინისტრისახლი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·18:54

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

ამბები.ge·18:46

“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე

“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე
ამბები.ge·18:26

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს
ამბები.ge·18:21

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.