ორიგინალი
თბილისსა და რეგიონებში 9 პირი დააკავეს
ნიუპრესი·11:10

თბილისსა და რეგიონებში 9 პირი დააკავეს

29 ნოემბერი, 2026 · 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.

უწყების თანახმად, სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newpress.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპრესი
  3. თბილისსა და რეგიონებში 9 პირი დააკავეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპრესი·18:31

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ნიუპრესი·14:48

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს
ნიუპრესი·22:00

თერჯოლაში ახალგაზრდა კაცმა მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა

თერჯოლაში ახალგაზრდა კაცმა მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა
ნიუპრესი·17:31

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.