ორიგინალი
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ნიუპრესი·17:31

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

27 ნოემბერი, 2026 · 17:31

თიბისი განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, პრაქტიკული უნარების შეძენისა და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდის საშუალებას აძლევს.

ერთ–ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.

კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.

წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newpress.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპრესი
  3. თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • იმედი·21:53
    ევროპის საბჭოს კულტურის მხარდაჭერის ფონდმა „ევრიმაჟმა“ ორ ქართულ საერთაშორისო კოპროდუქციას, ჯამში 480 ათასი ევრო გამოუყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • კომერსანტი·14:00
    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს“
  • ალია·13:53
    თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
  • აჭარის ტელევიზია·12:48
    ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ
მხარდაჭერით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნიუპრესი·22:00

თერჯოლაში ახალგაზრდა კაცმა მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა

თერჯოლაში ახალგაზრდა კაცმა მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა
ნიუპრესი·15:48

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 30 ნოემბერს საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს
ნიუპრესი·14:46

თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა –  რა მოხდა 24 ნოემბერს  ქუთაისი–ბერლინის რეისზე

თვითმფრინავის მოძრაობა ვარდნის შეგრძნებას ქმნიდა –  რა მოხდა 24 ნოემბერს  ქუთაისი–ბერლინის რეისზე
ნიუპრესი·13:20

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.