შეწყალება თუ საპროცესო შეთანხმება - აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება პოლიტიკური შეფასებების თემაა
აქციების დროს დაკავებულთა შეწყალების საფუძველზე გათავისუფლების საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო და საპატიმროს დატოვების შესაძლებლობა მისცა მათ, ვინც ჩადენილ დანაშაულს მოინანიებდა. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ აქციების დროს დაკავებულებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ თავისუფლების მოსაპოვებლად, მათ შორის საპროცესო შეთანხმებისა და შეწყალების გზით.
