მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტორების სარჩელის გამო, Meta-მ ახალი აქციების გამოშვება შეაჩერა
ინვესტორების სარჩელის გამო, Meta-მ ახალი აქციების გამოშვება შეაჩერა

ინვესტორების სარჩელის გამო, Meta-მ ახალი აქციების გამოშვება შეაჩერა

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 00:44|bm.ge

ინვესტორების სარჩელის განხილვის დასრულებამდე ამერიკულმა Meta-მ ახალი, C კლასის აქციების გამოშვება შეაჩერა.

კომპანია დათანხმდა, რომ ფასიანი ქაღალდები სასამართლოში დავის დასრულებამდე არ გამოუშვას, რათა ამით ინვესტორების ინტერესები არ შელახოს. ცნობისთვის, დავა ეხება Meta-ს მიერ დაგეგმილ რეკაპიტალიზაციას, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 2027 წლის იანვარში ხმის უფლების არმქონე აქციების ახალი კლასის გამოშვება აქვს დაგეგმილი.

ახალი აქციების გამოშვებით კომპანიას $60 მილიარდის მოზიდვა აქვს განზრახული და მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მოზიდული კაპიტალი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების დაფინანსებას ემსახურება.

რაც შეეხება რეკაპიტალიზაციის სტრუქტურას, დაგეგმილი ცვლილება ფაქტობრივად აქციების ორად გაყოფას გულისხმობდა. აღნიშნული მოდელი კომპანიას ახალი აქციების გაყიდვის შესაძლებლობას აძლევდა ისე, რომ აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს ხმების საკონტროლო პაკეტი არ დაეკარგა, თუმცა თავად ჩვეულებრივი აქციონერები თავიანთი არსებული აქციების სანაცვლოდ კომპანიის ნაკლებ წილს მიიღებდნენ, რაც ამ დავის დაწყების მთავარი მიზეზი გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სარჩელის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდებატვ პირველი
  • 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდებარუსთავი 2
  • სახალხო დამცველმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინაფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
სარჩელის →

მსგავსი სტატიები

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

BM.GE

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

BM.GE

"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

BM.GE

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

BM.GE