ორიგინალი
გიორგი ბუტიკაშვილი - გვარამიამ კუთხეში მოიმწყვდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსამართლეები, მათ უკვე კომპეტენცია აღარ ეყოთ, სხვა ძალა არ ჰყოფნით, გარდა იმისა, რომ გამოაძევონ - საჭიროა, სტრასბურგისთვის მომზადდეს დოკუმენტაცია
პალიტრა ნიუსი·23:26

25 ნოემბერი, 2026 · 23:26

გვარამიას სასამართლო დარბაზში ყოფნა მათ თავიდანვე დისკომფორტს უქმნიდა. ზუსტად იცოდნენ, რომ გვარამია არ მოუთმენდა, არ დაუთმობდა და უფრო მეტად შეუტევდა იმიტომ, რომ ნიკამ საქმე იცის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს იხილავენ და საიდანაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მოსამართლე რევაზ ნადარაიამ პროცესიდან გააძევა.

ბუტიკაშვილის თქმით, სასამართლო სხდომიდან ნიკა გვარამიას გაძევების მიზეზი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მოსამართლეების არასაკმარისი კომპეტენცია გახდა, რომლებმაც გვარამიასთან სამართლებრივი არგუმენტებით დავა ვერ შეძლეს.

„როდესაც ნიკა გვარამიამ კუთხეში მოიმწყვდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსამართლეები, იქ არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და არც მოსამართლეებს უკვე კომპეტენცია აღარ ეყოთ, რომ სამართლებრივად ედავათ ან იმ სამართლებრივი ჩიხიდან, სადაც აღმოჩნდნენ, ღირსეულად დაეძვრინათ თავი, ამიტომ მსგავსი პროფესიონალები არ სჭირდებათ არც „ქართულ ოცნებას“ და არც ნებისმიერ მოსამართლეს.

როდესაც საჯაროა ეს ყველაფერი და როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ისმენს, ცხადია, ნადარაია და მისთანანი უკვე ვეღარ ახერხებენ თავი დაიცვან და ამიტომ მიდის გამოძევებამდე საქმე, ამიტომ ხდება იმის თეატრალიზება მათივე მხრიდან, რომ სხვა ძალა აღარ ჰყოფნით გარდა იმისა, რომ გამოაძევონ.

გვარამიას იქ ყოფნა მათ თავიდანვე დისკომფორტს უქმნიდა. ზუსტად იცოდნენ, რომ გვარამია არ მოუთმენდა, არ დაუთმობდა და უფრო მეტად შეუტევდა იმიტომ, რომ ნიკამ ეს საქმე იცის, ამდენი წელი უმუშავია, ზუსტად იცის, ვინ არიან, ზუსტად იცის, ვის ელაპარაკება და რანაირი მოწყვლადები არიან.

ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. საჭიროა, სტრასბურგისთვის მომზადდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. გიორგი ბუტიკაშვილი - გვარამიამ კუთხეში მოიმწყვდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსამართლეები, მათ უკვე კომპეტენცია აღარ ეყოთ, სხვა ძალა არ ჰყოფნით, გარდა იმისა, რომ გამოაძევონ - საჭიროა, სტრასბურგისთვის მომზადდეს დოკუმენტაცია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ტვ პირველი·19:42
    მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში? - ხატია დეკანოიძე "ოცნებას"
  • სივილ ჯორჯია·10:17
    მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკა გრძელდება
  • BM.GE·18:04
    რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
  • ფორმულა·14:21
    მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·23:12

სალომე სამადაშვილი - როცა ქართული მხარე დუმს, რუსები და ბელარუსები საუბრობენ დიდ დიპლომატიურ გარღვევაზე - ჩემი ინფორმაციით, იმ ხალხის გაგდება იგეგმება, ვინც ჟენევის ფორმატში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს, როგორც ჩანს, რუსები ითხოვენ

პალიტრა ნიუსი·22:57

გიორგი შარაშიძე - „ოცნებას” ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ შეიძლება რუსეთის საელჩოც გახსნან თბილისში - ღარიბაშვილის წერილები კი “სამეფო კარის თამაშებია”, კობახიძე-მდინარაძის კლანთან წააგო, მაგრამ არ არის გამორიცხული თავად მდინარაძეც დააპატიმრონ

პალიტრა ნიუსი·21:28

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ხმაურიანი პროცესი - გია ხუხაშვილი ბლიცანალიზი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ხმაურიანი პროცესი - გია ხუხაშვილი ბლიცანალიზი
პალიტრა ნიუსი·21:16

პოლიტიკური პატიმრები და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, ოპოზიცია კი შესაძლო სანქციებზე საუბრობს

პოლიტიკური პატიმრები და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, ოპოზიცია კი შესაძლო სანქციებზე საუბრობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.