თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა და მარკ რუტემ უკრაინის, ირანისა და ნატო-ს თავდაცვის ხარჯების საკითხები განიხილეს
დონალდ ტრამპმა და მარკ რუტემ უკრაინის, ირანისა და ნატო-ს თავდაცვის ხარჯების საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლაგოში შეხვდა.
„შეხვედრა შედეგიანი იყო, რომლის მთავარ თემებს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ირანში კონფლიქტი წარმოადგენდა. განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიედ ომის გაფართოებას გამოიწვევს. ასევე, განვიხილეთ, ომის რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ლიდერებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხიც განიხილეს.
„ვისაუბრეთ, თავდაცვის ხარჯებისა და ჩვენს სამრეწველო ბაზაში ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე, როგორც აშშ-ის, ისე ნატო-ს მასშტაბით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
