რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები და რა განცხადებები ვრცელდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან
უკრაინაში რუსეთის სარაკეტო და დრონებით შეტევები გრძელდება. კიევი საპასუხო დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს. რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომიისკში თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ასაფეთქებელი კომპონენტებით ამარაგებს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. საპასუხოდ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად აშშ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ძალისხმევას განაგრძობს. რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები და რა განცხადებები ვრცელდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან
