შეშის ღუმელთან დატოვებული ბენზინი და აფეთქება - აფრიკის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან დატოვებულ ბენზინის ბოთლს აფეთქება მოჰყვა, რის შემდეგაც ხანძარი სწრაფად გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი ლიკვიდირებულია.
