რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებები გრძელდება - პარალელურად, ფრონტზე ბრძოლები და რუსეთის იერიშები არ წყდება
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება. აბუ-დაბიში შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ მხარეები სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხზე მუშაობენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები კი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში რჩება. პარალელურად, ფრონტზე ბრძოლები და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები გრძელდება.
