ორიგინალი
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ მათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება
იმედი·18:25

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ მათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება

27 ნოემბერი, 2026 · 18:25

არის სერიოზული სტაგნაცია და სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ამ პოლიტიკური დღის წესრიგით ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატია საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაშია.

„რაც ბატონმა [პარლამენტის] თავმჯდომარემ ახსენა, ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. მათ სურდათ ამის გამო „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. როდესაც არჩევნების დრო იყო, ყველაფერს აკეთებდნენ, აგენტურულ ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიას უტარებდნენ უბინძურესი მეთოდებით. როდესაც არასაარჩევნო წელი იყო, 4 თუ 5 რევოლუცია დაგეგმეს, დააფინანსეს და სოლიდარობა აღუთქვეს. თუმცა „ქართული ოცნება“ ვერ ჩაანაცვლეს და ახლაც იმყოფებიან აი, ამ ცრუ ნარატივების ტყვეობაში. ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიამ საქართველოს მოქალაქეების თვალში საკუთარ რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

„სამწუხაროდ, იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების თვალში რეპუტაცია ამ უსტანდარტობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით უკვე ძალიან დაზიანებული აქვთ და კიდევ უფრო ანადგურებენ, როდესაც განაგრძობენ ასეთი ნაბიჯების გადადგმას და აბსურდების ჩაწერას [რეზოლუციებში]. მაგალითად, ამ რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური პატიმარი. რომელ საღად მოაზროვნე ქართველს მოატყუებენ ისინი, რომ ბატონი ბურჭულაძე არის პოლიტიკური პატიმარი. თვეებით ადრე განუწყვეტლივ იმუქრებოდა რევოლუციითა და დამხობით. შემდეგ ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა, რომ აღესრულებინა თავიანთი გეგმა - შტურმი სახელმწიფო შენობებზე, პოლიციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე.

ამ საქმეზე დაკავებულების ნახევარზე მეტმა აღიარა თავისი ბრალი და პაატა ბურჭულაძის თანამებრძოლმა ზოდელავამ, რომელიც ასევე ამ ყველაფრის ავანგარდში იდგა და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ისევე, როგორც ბატონი ბურჭულაძე, ითანამშრომლა, აღიარა თავისი ბრალი, თქვა, რომ ძალიან ცუდი რაღაც ჩაიდინა და მოინანია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი ხვდება ძალიან კარგად, რომ ესეც არის მორიგი ტყუილი ამ რეზოლუციაში. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც მიხეილ სააკაშვილს რომ წერენ პოლიტიკურ დევნილად და მსგავსი სისულელეებით რომ გაჟღინთეს ეს რეზოლუციები.

ასე რომ, ისინი აგრძელებენ ამდენი დეზინფორმაციის გავრცელებას, ამდენ სიცრუეზე თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობას საქართველოსთან მიმართებით, გაინადგურეს თავიანთი რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აცხადებს მაჭავარიანი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ მათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება

თემა: ოცნების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·15:39
    ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და „ქართული ოცნების“ პასუხი
  • ტვ პირველი·13:28
    "ოცნებას" გამარჯვებას არავინ ეუბნება და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არა აქვს? - ზურა ჯაფარიძე
  • რუსთავი 2·08:08
    ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
  • GHN·23:01
    ქართველი მაღალჩინოსნის ფეხის დადგმა ბელარუსში რუსეთთან შესახვედრად, პირდაპირ განცხადებაა, რომ იგი არის ანტიუკრაინული სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე და ამას ჰქვია, რომ მშვიდობა უნდა „ქართულ ოცნებას“? - ნიკა გვარამია
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·18:14

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?
იმედი·18:13

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში
იმედი·18:12

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე
იმედი·17:50

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.