ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე - პოლიციამ პროვოკაციების მიუხედავად, წესრიგის დაცვა შეძლო
ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა პროვოკაციების მიუხედავად, წესრიგის დაცვა შეძლეს. კობახიძის თქმით, თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ საქართველოს შეთავაზება ღირსეულად მიიღო, თუმცა რამდენიმე ასეული ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდა. პრემიერმა ასევე მოუწოდა ადამიანებს რომლებსაც, მისი შეფასებით, მომხდარის გამოყენება არასწორი გზავნილებისთვის სურთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან.
