ორიგინალი
ჰაქან ფიდანი: ბათუმის მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება
აიპრესი·03:27

ჰაქან ფიდანი: ბათუმის მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება

28 ნოემბერი, 2026 · 03:27

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში „მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ისაუბრა ალიანსის სწრაფ ინსტიტუციონალიზაციაზე და მკაცრი შეფასება მისცა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს თურქი გულშემატკივრების მიმართ პოლიციის ქმედებებს.

ისლამაბადში, „მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ სტრატეგიული პოლიტიკური და თავდაცვის კომიტეტის მეორე რიგით სხდომაზე თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი სელჩუკ ბაირაქთაროღლუ წარმოადგენდნენ. ფიდანის განცხადებით, ალიანსის ინსტიტუციონალიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს — უკვე მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილებები სამოქალაქო შტაბის (გენერალური სამდივნოს) და ერთობლივი სამხედრო სარდლობის შექმნის შესახებ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ალიანსში გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების მიღების პროცედურები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, კომიტეტის მომდევნო სხდომას კი თურქეთი უმასპინძლებს. ბათუმის ინციდენტი და დიპლომატიური რეაგირება მინისტრმა ვრცელი კომენტარი გააკეთა გუშინ ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის გამართული მატჩის დროს ტრიბუნებზე განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს პოლიციის მხრიდან თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენებაზე. შეკითხვაზე, თუ როგორია ამ დროისთვის არსებული ვითარება, ჰაქან ფიდანმა განაცხადა: „როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები ხდებოდა, მე თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოვედით, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ჩავსხედით თვითმფრინავში და პაკისტანში მოვფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ინციდენტი მატჩზე. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავურეკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირ კავშირზე ვიყავით ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც. ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩენილიყო პატიმრობაში, არ დაშავებულიყო და ყველა მათგანს მიეღო სათანადო ყურადღება. ამ მხრივ ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, საქმეში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და თანამშრომლებმა ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს შესაბამისმა უწყებებმა, გაიმართა შეხვედრა და მიეცა საჭირო გაფრთხილებები“. ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარი თურქული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „ეს ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მდგომარეობაა. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“. წყარო: dha.com.tr მოამზადა რაულ კაპანაძემ

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ჰაქან ფიდანი: ბათუმის მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • სპორტოლი·02:11
    "მადლობა საქართველოს პოლიციას და ბათუმს" - "ჰაპოელმა" განცხადება გაავრცელა
  • რუსთავი 2·00:59
    მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
  • ფორმულა·00:57
    ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
ბათუმშიმომხდარმატჩის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·00:18

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა
აიპრესი·23:44

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს
აიპრესი·23:06

„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს

„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
აიპრესი·21:58

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.