ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”
პოსტივი·12:17

26 ნოემბერი, 2026 · 12:17

“აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ასევე ირკვევა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა და ფარული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიები.

დოკუმენტებში აღწერილია სასურველი ნარატივების გაძლიერების, არასასურველად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლის მექანიზმები”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

“საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია “Zinc Network”, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.

სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ქართველ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.

ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, რომ ევროკავშირი აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად იყენებდა.

ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც – “Information Integrity Coalition” • კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის – კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო, და რომ ამ თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”, – წერს პაპუაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. შალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ალია·03:11
    “საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე ბათუმს დაატეხა თავზე!” – ირაკლი მელაშვილი
  • იმედი·22:21
    უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“
  • რუსთავი 2·18:37
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
  • BM.GE·18:18
    საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·10:17

შალვა პაპუაშვილი: „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“

პოსტივი·09:47

შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“

პოსტივი·00:11

თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“

პოსტივი·20:55

ეკა სეფაშვილი ნიდერლანდურ გამოცემა NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ – საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.