ორიგინალი
1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება
პრაიმტაიმი·12:36

1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

26 ნოემბერი, 2026 · 12:36

2026 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართველი მსახიობის და საზოგადო მოღვაწისა დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. საღამოს ორგანიზატორია „ქამელეონი + კულტურა“.

საღამოს რეჟისორია გოჩა კაპანაძე, სცენარის ავტორი - ლელა არაბიძე, ხოლო მხატვარი და სცენოგრაფი - ანა ნინუა. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობები: მურმან ჯინორია, ლევან ბერიკაშვილი, მარინე კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი და ნანული სარაჯიშვილი. დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, რომელიც წარმოადგენს ორ ქორეოგრაფიულ კომპოზიციას, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი ,,ფორტე.“

საღამოს პროგრამა სრულად ეძღვნება დიმა ჯაიანის მრავალწახნაგოვან შემოქმედებით მემკვიდრეობას. წარმოდგენილი იქნება მისი კინემატოგრაფიული და თეატრალური მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური ვიდეომასალა, ფოტოკოლაჟები და საარქივო ჩანაწერები. მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებს დიმა ჯაიანის მიერ შესრულებული გამორჩეული როლებიდან, მათ შორის სპექტაკლებიდან „ბრძოლა ტახტისათვის“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ყვარყვარე თუთაბერი“. ,, სამეფოო ძველთა ძველო“, ,, ვალი“. ,,დარისპანის გასაჭირი“, ,,ღალატი“, ,,ირმის უკანასკნელი ბღავილი“ და ,, ზღვა რომელიც შორია“, ასევე დიმა ჯაიანის მიერ შესრულებული კინოროლების კოლაჟს.

საიუბილეო საღამო კიდევ ერთხელ წარმოაჩენს დიმა ჯაიანის განსაკუთრებულ წვლილს ქართული თეატრის, კინოსა და კულტურის განვითარებაში და პატივს მიაგებს მის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომელიც დღემდემნიშვნელოვანი ნაწილია ქართული კულტურული მეხსიერებისა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. 1-ელ დეკემბერს დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:33

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს

ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა ბავშვს SpaceX-ის ორ აქციას გადასცემს
პრაიმტაიმი·12:26

რატი იონათამიშვილი – გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული

რატი იონათამიშვილი – გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
პრაიმტაიმი·12:24

შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

პრაიმტაიმი·12:22

​USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ილონ მასკმაც გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ USAID-მა "ფერადი რევოლუციების" გლობალური მანქანა ააწყო, ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის - ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.