ორიგინალი
აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას აშშ-თან მოლაპარაკებების კუთხით
პრაიმტაიმი·22:16

აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას აშშ-თან მოლაპარაკებების კუთხით

26 ნოემბერი, 2026 · 22:16

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას და მიმდინარე პროცესის ფარგლებში იდეებსა და წინადადებებს ცვლიან.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუ წამოყენებულია კონკრეტული იდეები ან წინადადებები, რომლებსაც შეუძლიათ, გზა გაუხსნან წინსვლას, ისინი განიხილება“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ირანის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს და მათზე უარი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყნის წინაშე უფრო გადაუდებელი ამოცანაც დგას: უზრუნველყოს, რომ ირანის მოწინააღმდეგეებმა არ იფიქრონ, თითქოს დაწესებული სანქციები და ზეწოლა ხელსაყრელ შედეგს გამოიღებს.

„მიზანია, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააცნობიერონ, რომ ირანის ბლოკირება შეუძლებელია და რომ მათ არ შეუძლიათ ჩვენს ქვეყანას ბლოკადა დაუწესონ“, – დასძინა აბას არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ზედამხედველობით.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას აშშ-თან მოლაპარაკებების კუთხით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·00:12

როგორი ამინდი იქნება ნოემბრის ბოლომდე - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება ნოემბრის ბოლომდე - უახლოესი დღეების პროგნოზი
პრაიმტაიმი·00:09

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
პრაიმტაიმი·23:58

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან
პრაიმტაიმი·23:53

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.