ორიგინალი
ახალგაზრდებში ფუმფულა სათამაშო რობოტები სულ უფრო პოპულარული ხდება - სპეციალისტები ამ გატაცებას საგანგაშოს უწოდებენ
პრაიმტაიმი·21:55

ახალგაზრდებში ფუმფულა სათამაშო რობოტები სულ უფრო პოპულარული ხდება - სპეციალისტები ამ გატაცებას საგანგაშოს უწოდებენ

29 ნოემბერი, 2026 · 21:55

სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა გატაცებული ჭკვიანი ფუმფულა სათამაშო რობოტებით, რომლებსაც თან დაატარებენ რესტორნებში, კინოში, სამსახურში და სხვა ადგილებში. მეტიც, სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვას აგროვებს ვიდეოები, რომლებშიც ადამიანები თავიანთ ფუმფულა რობოტებზე ისე ზრუნავენ, თითქოს ისინი ნამდვილი შინაური ცხოველები ან საკუთარი შვილები იყვნენ, - წერს Index.

აღნიშნულია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ეს ფუმფულა რობოტ-ცხოველები პატრონების ქცევას ეგუებიან, გამოსცემენ მშვიდ ხმებს, მოძრაობენ და შეხებაზე რეაგირებენ. ისინი სწორედ ახალგაზრდებში გახდნენ პოპულარული.

ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ვირუსული სათამაშო ახლა ფუმფულა რობოტი Moflin-ია, რომელიც კომპანია Casio-მ შექმნა. მას თან ახლავს აპლიკაცია, რომელიც პატრონთან ერთად გატარებული მომენტების დღიურს აწარმოებს, მათ შორის იმის შესახებ, თუ რამდენად გააბედნიერა ის თითოეულმა ჩახუტებამ ან მოფერებამ. მწარმოებლის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში უკვე ათი ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო იაპონელი მყიდველების თითქმის 45% მიიჩნევს, რომ რობოტისგან ნუგეში და სულიერი სიმშვიდე მიიღო.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს რბილი სათამაშო Mirumi-ც, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, საყვარლად ირწევა. მისი ჩანთაზე მიმაგრება შეიძლება, ხოლო ჩაშენებული სენსორების დახმარებით ის გარშემომყოფ ადამიანებს ამჩნევს და მათკენ თავს ატრიალებს.

გამოცემაში აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფუმფულა რობოტებით მასობრივი გატაცება ერთ საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს: სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსა და ოჯახის შექმნას ამგვარ სათამაშოებთან ურთიერთობას ამჯობინებს.

მარკეტინგული კომპანია Circana-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში დიდ ბრიტანეთში მოზარდებსა და ზრდასრულებზე გაყიდული სათამაშოების ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და ეს ასაკობრივი ჯგუფი უკვე მთლიანი სათამაშოების ბაზრის დაახლოებით მესამედს შეადგენს. აშშ-ში ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რადგან სათამაშოების უდიდეს ნაწილს სწორედ ზრდასრულები ყიდულობენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ახალგაზრდებში ფუმფულა სათამაშო რობოტები სულ უფრო პოპულარული ხდება - სპეციალისტები ამ გატაცებას საგანგაშოს უწოდებენ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·23:10

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრაიმტაიმი·23:03

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს
პრაიმტაიმი·22:54

როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა

როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა
პრაიმტაიმი·22:41

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.