ორიგინალი
აშშ-მა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძენად 621,9 მილიონი დოლარის პაკეტი დაამტკიცა
პრაიმტაიმი·10:31

აშშ-მა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძენად 621,9 მილიონი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2026 · 10:31

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.

პაკეტის სავარაუდო ღირებულება 621,9 მილიონი დოლარია. შესყიდვა ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება და მასში ამერიკული საბიუჯეტო სახსრები არ იქნება გამოყენებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ მოითხოვა F-16 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების პაკეტის შეძენა. ის მოიცავს პიროტექნიკურ მოწყობილობებს, რომლებიც თვითმფრინავის სისტემებში გამოიყენება, ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო მხარდაჭერას.

აღნიშნული შესყიდვა დაემატება მანამდე გაფორმებულ სამხედრო შესყიდვის შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც კონგრესისთვის სავალდებულო შეტყობინების ზღვარს არ აღემატებოდა.

უწყების განცხადებით, დაგეგმილი გაყიდვა გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, განახორციელოს თავდაცვითი და რეგიონული უსაფრთხოების მისიები და გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესყიდული აღჭურვილობისა და მომსახურების ათვისება არ გაუჭირდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აშშ-მა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძენად 621,9 მილიონი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

თემა: უკრაინის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • აიპრესი·07:50
    „ეს ჩვენი ომი არ არის“ — ტედი რინერის ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე და რთული ნადირობა მერების ხელმოწერებზე
  • ინტერპრესნიუსი·07:28
    ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება
  • იმედი·02:53
    ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდეს
  • რადიო თავისუფლება·01:01
    უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·10:28

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება
პრაიმტაიმი·10:21

ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში 800 000 ლარამდე - დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში 800 000 ლარამდე - დაკავებულია ერთი პირი
პრაიმტაიმი·10:20

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
პრაიმტაიმი·10:19

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.