ორიგინალი
„ბოლო კომენტარს გავაკეთებ შერიგებასთან დაკავშირებით... ნახევარზე მეტი არ იცით, რაც გავიარე...“ - თამო ვაშალომიძე
პრაიმტაიმი·23:30

„ბოლო კომენტარს გავაკეთებ შერიგებასთან დაკავშირებით... ნახევარზე მეტი არ იცით, რაც გავიარე...“ - თამო ვაშალომიძე

29 ნოემბერი, 2026 · 23:30

თამო ვაშალომიძემ შვილს დაბადების დღე ყოფილ მეუღლესთან ერთად მიულოცა. ერთობლივმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილს გაუკვირდა მათი ერთად გამოჩენა, ზოგიერთმა კი იფიქრა, რომ წყვილი შერიგდა. კომენტარებში იმასაც წერდნენ, რომ შესაძლოა, ყოფილმა მეუღლეებმა ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტეს.

გავრცელებულ ვიდეოში თამომ აღნიშნა, რომ არ შერიგებულან, თუმცა, საჭიროდ ჩათვალა, რომ მორიგი ვიდეო ამ თემისთვის კვლავ მიეძღვნა და საზოგადოებას მიმართა.

„ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო კომენტარს გავაკეთებ შერიგებასთან დაკავშირებით.

მოკლედ, ხშირად შეხვდებით ხოლმე - სოფიას დაბადების დღეზე, ალბათ ახალ წელსაც... ახლა ეს რთული აღარ არის. ჩემთვის საერთოდ აღარაფერია რთული, რადგან როცა ადამიანი აღარ გიყვარს, აღარაფერია რთული. მაგალითად, დღეს მაქსიმეს დაბადების დღეა და ხვალ ერთად უნდა გადავუხადოთ. ის მამაა - უყვარს სოფიას, უყვარს მაქსიმეს და ანალოგიურად აკასაც უყვარს ბავშვები და ბავშვები მასთან დროს ატარებენ და მე რა უფლება მაქვს, რომ ამას ხელი შევუშალო? პირიქით, მინდა, რომ ჯანსაღი, ცივილური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და ბავშვები მშვიდ, კარგ გარემოში გაიზარდონ. მით უმეტეს, მათ იციან, რომ ის სხვაგან ცხოვრობს, ჩვენ კი - აქ, ანუ ილუზიებში არ ცხოვრობენ.

ერთს გეტყვით - ალბათ კარგად არ მიცნობთ და მინდა გამიცნოთ: მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის ქალებსა და ზოგადად ადამიანებს, როდესაც მე რაღაცას ვასრულებ და ჩემი სიტყვა არის „არა“ მერე რაღაც შეიცვალოს. ჩემი „არა“ არის არა. თითქმის ერთი წელი ვიყავით დაშორებულები და ამაზე არ ვსაუბრობდი, რადგან ველოდებოდი. მაგრამ აღარ დამიწეროთ კომენტარები: „ღმერთმა არ ქნას, რომ შერიგდეთ“. ღმერთმა მართლა არ ქნას, რომ შევრიგდეთ, რადგან, ხალხო, მე ახლა ვსუნთქავ - კარგად ვარ, აღარ ვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, თავს მშვენივრად ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ.

ხშირად, როცა რაღაცაზე ვსაუბრობდი, მეკითხებოდნენ: „აბა, მაშინ რატომ იყავი ასეთ ურთიერთობაშიო?“ მე თვითონაც არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ამ ურთიერთობის მადლობელი ვარ, რადგან შვილი მყავს; მადლობელი ვარ, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეშიც დამეხმარა - მათ შორის „თამოსკინშიც“ და ყველაფერში. მაგრამ ეს ყველაფერი უდიდეს ნერვებად დამიჯდა და თქვენ ნახევარზე მეტი რაღაცები არ იცით, რა გამოვიარე. რადგან შვილები მყავს, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბრო.

მე მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანსა და როგორც მამას, მაგრამ ეს ურთიერთობა დასრულებულია და აღარასოდეს აღდგება. სულ რომ მთელ მსოფლიოში კაცი ამოწყდეს, მე და აკა ერთად აღარასოდეს ვიქნებით. ასეთი ადამიანი ვარ ყველაფერში. ალბათ კარგად არ გაცნობთ ჩემს თავს და ახლა მინდა გამიცნოთ: ჩემი „არა“ ნიშნავს „არას“, „კი“ კი - „კის“. ჩემს თითოეულ სიტყვას აქვს ფასი და ნათქვამს არასდროს გადავალ. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ სიტყვა უკან წავიღო?

ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ მშობლებად, რადგან ბავშვები მშვიდ, კარგ და ჯანსაღ გარემოში უნდა გაიზარდონ - სტრესის გარეშე ჰყავდეთ დედაც და მამაც. იქნება მომენტები... დაიწერა მსგავსი კომენტარებიც, მაგალითად: „რატომ შემოუშვი სახლში?“, ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილები მშვიდად გაიზარდონ და მიხარია, რომ ამას ორივე მხარე ვახერხებთ. უდიდეს პატივს ვცემ მას, როგორც მამას, ასევე მის ოჯახსა და ჩემს ყოფილ დედამთილს - ყველას მადლობას ვუხდი, მაგრამ ეს ურთიერთობა საბოლოოდ დასრულებულია, მორჩა,“ - თქვა თამო ვაშალომიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. „ბოლო კომენტარს გავაკეთებ შერიგებასთან დაკავშირებით... ნახევარზე მეტი არ იცით, რაც გავიარე...“ - თამო ვაშალომიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·23:43

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
პრაიმტაიმი·23:10

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრაიმტაიმი·23:03

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს
პრაიმტაიმი·22:54

როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა

როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.