„ექსკლუზიური ინფორმაცია ილია თოფურიას და ლინა სიჭინავას შესახებ...“ - ესპანური მედია წყვილის ურთიერთობას განიხილავს
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხავი ოიოსი ილია თოფურიას პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ მედიაში ვიდეოს ავრცელებს.
„ექსკლუზიური ინფორმაცია – ილია თოფურიას ახალი შეყვარებული ჰყავს და ეს სწორედ ის არის. ინფორმაცია წყვილის უახლოეს გარემოცვასთან გადავამოწმე...“, - ამბობს ხავი ოიოსი გავრცელებულ ვიდეოში.
„ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ილია შესაძლოა ამ ულამაზეს მოცეკვავესთან ურთიერთობაში ყოფილიყო. ის ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეა, საქართველოდანაა და მისი სახელია ლინა სიჭინავა. ის საოცრად ლამაზია.
როგორ გაიცნეს ერთმანეთი? საქართველოში. ილია ოჯახის მოსანახულებლად საქართველოში გაემგზავრა, სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი.
ბოლო დღეებში გავრცელებული ფოტოს გამო გაჩნდა ხმები, რომ ისინი შესაძლოა წყვილი ყოფილიყვნენ.
გიდასტურებთ, რომ ისინი უკვე ერთი თვეა წყვილი არიან.
გაუმარჯოს სიყვარულს! სიახლეებს კვლავ გაგაცნობთ...“.
