ორიგინალი
თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
პრაიმტაიმი·23:43

თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე

25 ნოემბერი, 2026 · 23:43

გადაცემა "ღამის კურიერში", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სუროგაციის აკრძალვის მიზანზე ისაუბრა და გერმანიის მაგალითს გაუხვა ხაზი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის მთლიანად აკრძალვით, მიზერულზე ნაკლებია შანსი, რომ იატაკქვეშა მანიპულაციები ჩატარდეს და თითქმის განულდება და აზრი დაეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას.

"არსებობს, მაგალითად, [სუროგაციის] ალტრუისტული, არაალტრუისტული, კომერციული სახეობა და ა.შ., ალტრუისტულის ნიღაბქვეშ, შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ - კომერცია იპარებოდეს, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს. თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. მთავარი რა არის - თუ ჩვენ ამას დავხურავთ, როგორც ამას აკეთებენ მაგალითად, გერმანელები, ასეთ შემთხვევაში, ვერ მოხდება, მშობელი დედის გარდა, ბავშვის სხვაზე რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სუროგაციისთვის პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%- ით და ზუსტად დაზღვეულები ამასთან დაკავშირებით არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში, მიზერულზე ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშა გარემოში. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა, ამას ახსნა აქვს თავისი, უბრალოდ, აზრი ეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·23:56

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
პრაიმტაიმი·23:48

„ექსკლუზიური ინფორმაცია ილია თოფურიას და ლინა სიჭინავას შესახებ...“ - ესპანური მედია წყვილის ურთიერთობას განიხილავს

„ექსკლუზიური ინფორმაცია ილია თოფურიას და ლინა სიჭინავას შესახებ...“ - ესპანური მედია წყვილის ურთიერთობას განიხილავს
პრაიმტაიმი·23:46

ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ

პრაიმტაიმი·23:45

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს - სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე გ

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.