ორიგინალი
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ - ირაკლი ლატარია
პრაიმტაიმი·17:46

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ - ირაკლი ლატარია

28 ნოემბერი, 2026 · 17:46

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ.

“ბავშვებო, ახალგაზრდებო, ნეტავ იცოდეთ როგორ მინდა მეც თქვენი ასაკის ვიყო - თუნდაც ამ შესაძლებლობის ქონის გამო. მაგრამ არაუშავს, უჭკვიანესი შვილები მყავს და ზოგადად, ძალიან ჭკვიანი თაობა მოდიხართ და ზუსტად ვიცი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნისთვის/ქვეყანაში, რომ მოგიწევთ მოღვაწეობა. როდესაც პირადი გამოცდილება ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობად იქცევა...

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია. სწორედ მისი პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ.

როგორც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ინიციატივასა და შუამდგომლობას უკავშირდება. აზიის წამყვანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება, საერთაშორისო გარემოში განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალში მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას მოახმარონ. ეს მხოლოდ უნივერსიტეტსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არ არის. ეს არის ახალი გზა ქართველი ახალგაზრდებისთვის, გზა, რომელიც მათ მსოფლიო დონის განათლებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას უხსნის. განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს მხოლოდ პირად წარმატებად არ ტოვებს და ცდილობს, ეს შესაძლებლობა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს. ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ასეთი მაგალითია — პირადი გამოცდილებიდან წამოსული იდეა, რომელიც დღეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის რეალურ შესაძლებლობად იქცევა.” - წერს ლატარია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ - ირაკლი ლატარია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • იმედი·18:57
    ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას
  • რუსთავი 2·17:35
    ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა ამ ისტორიული შესაძლებლობის საფუძველი
  • ტვ პირველი·17:01
    ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს - ფარულავა
  • აჭარის ტელევიზია·16:54
    კახა კალაძე: საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
ივანიშვილისგახდაუნივერსიტეტთან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·19:09

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი
პრაიმტაიმი·17:07

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი
პრაიმტაიმი·16:44

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა
პრაიმტაიმი·16:34

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.