იგორ ივანოვი, რომელიც სააკაშვილმა „ცხონებულად“ მოიხსენია, ცოცხალია და პუტინმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა
სააკაშვილმა იგორ ივანოვი გარდაცვლილად მოიხსენია და დაწერა, რომ საქართველოში რევოლუციის შემდეგ “ცხონებული ივანოვი” პუტინმა ძალიან აითვალწუნა.
სინამდვილეში, რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ახლაც ცოცხალია და ცოტა ხნის წინ პუტინმა “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა.
