ორიგინალი
ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია - სულხან თამაზაშვილი
პრაიმტაიმი·16:55

ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია - სულხან თამაზაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 16:55

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

თამაზაშვილმა დროშის ჩამოხსნის მიზეზები განმარტა.

"დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით (თურქმა კოლეგამ) იკითხა, თუ რატომ გახდა ამისი აუცილებლობა და ვუპასუხე მე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის, კადრებშიც ჩანს - იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის.

ეს კანონი არის მოწესრიგებული უეფას მიერ. ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, არის აკრძალული, იკრძალება.

ყველა საერთაშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები. მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფას წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქული მხარის, ისრაელის სახელმწიფო დროშის და საქართველოს სახელმწიფოს დროშის, ისიც რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო.

აი, ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვევა და უეფას დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აიღოთო. ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება", - განმარტა შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰა პოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, გულშემატკივრები თამაშის დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, დააკავეს 16 ადამიანი.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ , რომ მატჩი "ბეშიქთაშის" მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ "უეფას" აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.

"უეფამ" მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია - სულხან თამაზაშვილი

თემა: ბეშიქთაშის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·16:45
    სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო
  • პოსტივი·16:30
    უეფა: „ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“
  • იმედი·16:26
    სულხან თამაზაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებისკენ მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა
  • პალიტრა ნიუსი·15:36
    „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირება პოლიციასთან — დაკავებულები და თურქეთის ხელისუფლების ჩართულობა
ბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·15:53

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პრაიმტაიმი·23:56

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
პრაიმტაიმი·23:57

ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე

ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.