მძღოლი დაჯარიმდება ან მართვის მოწმობის ქულები დააკლდება - შეზღუდვა, რომელიც 1 დეკემბრიდან ამოქმედდება
1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, ზამთრის სეზონზე, ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრულ საავტომობილო გზებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილება აუცილებელია. გარდა ამისა, ამინდის გაუარესებისას პოლიციას უფლება აქვს, მძღოლებს მოსთხოვოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც (სულ მცირე, წამყვან თვლებზე).
ქვემოთ მოცემულია იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების სია, რომლებზეც ზამთარში ზამთრის საბურავების ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნა მოქმედებს:
საერთაშორისო მნიშვნელობის გზები თბილისი–სენაკი–ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი); მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი); ფონიჭალა–მარნეული–გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი); ხაშური–ახალციხე–ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)' თბილისის შემოსავლელი — ზაჰესი–რუსთავი; ახალციხე–ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი); ახალქალაქი–კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი); შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ბათუმი (ანგისა)–ახალციხე; საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთი; ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილი; ქუთაისი (საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა; ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილი; ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი); ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაური; ალპანა–ცაგერი; ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბული; ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქი; ახალქალაქის შემოსავლელი; გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონი; ჭიათურა–ზესტაფონი; ჟინვალი–ბარისახო–შატილი; თბილისის შემოსასვლელი; თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალი; თბილისი (გლდანი)–თიანეთი; კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდა; მარნეული–თეთრიწყარო–წალკა; თბილისი (პანტიანი)–მანგლისი; ვაზიანი–გომბორი–თელავი; თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორი; დაბა ბაკურიანის წრიული; ჩოხატაური–ბახმარო; ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთი; საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალი; რა პასუხისმგებლობა მოჰყვება წესების დარღვევას ზამთრის საბურავების გარეშე განსაზღვრულ მონაკვეთებზე სიარულის ამკრძალავი რეგულაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.
თუ ავტომობილის ზამთრის საბურავები ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს:
ჯარიმა და ქულები: მძღოლს 100 ლარის ოდენობით ჯარიმა ეკისრება და მართვის მოწმობას 5 ქულა აკლდება.ავტომობილის ჩამორთმევა: თუ ასეთი მანქანით მოძრაობა სხვა მძღოლებისა და ქვეითებისთვის საფრთხეს ქმნის, შესაძლებელია ტრანსპორტის დროებით ჩამორთმევა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.
