ორიგინალი
მიწაზე ელვის დარტყმები შესაძლოა 140%-მდე გაიზარდოს - ახალი კვლევა
პრაიმტაიმი·10:33

მიწაზე ელვის დარტყმები შესაძლოა 140%-მდე გაიზარდოს - ახალი კვლევა

29 ნოემბერი, 2026 · 10:33

თუ სათბურის გაზების გამოფრქვევა მაღალ დონეზე დარჩება, 2100 წლისთვის მსოფლიოში მიწამდე მომავალი ელვის დარტყმების რაოდენობა შესაძლოა 76–140%-ით გაიზარდოს. ალასკაზე ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, - წერს Earth.

ჟურნალ Earth’s Future-ში გამოქვეყნებულ კვლევას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი ანდრეას კრაუზე ხელმძღვანელობდა, რომელიც დედამიწის სისტემას სწავლობს. მისმა გუნდმა გამოიყენა მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც 2019 წლის ელვების მონაცემებსა და ამინდის პირობებზე არსებულ ინფორმაციაზე იყო მორგებული.

თავდაპირველად მეცნიერებმა მოდელი წარსული პერიოდების კლიმატურ მონაცემებზე შეამოწმეს. მისი გათვლებით, XX საუკუნის განმავლობაში მიწაზე მოხვედრილი ელვების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. ეს დაახლოებით 12%-იან ზრდას შეესაბამება დათბობის თითოეულ გრადუსზე ცელსიუსით. თუმცა პროგნოზები უფრო საგანგაშო აღმოჩნდა. აღნიშნულია, რომ სათბურის გაზების მაღალი გამოფრქვევის სცენარის შემთხვევაში ელვების რაოდენობა შესაძლოა დათბობის თითოეულ გრადუსზე დაახლოებით 30%-ით გაიზარდოს. შედეგად, საუკუნის ბოლოსთვის მათი სიხშირე 1995–2014 წლების პერიოდთან შედარებით შესაძლოა 76–140%-ით გაიზარდოს. „საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, რომ პროგნოზები ასეთი მაღალი აღმოჩნდა. უფრო მცირე ცვლილებებს მოველოდი“, - თქვა კრაუზემ.

სად გაიზრდება ელვების რაოდენობა ყველაზე მეტად?

ცვლილებები პლანეტაზე არათანაბრად გადანაწილდება. აბსოლუტურ მაჩვენებლებში დარტყმების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია იმ რეგიონებში, სადაც ისინი ახლაც ხშირად ხდება: ამაზონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში.

ამავდროულად, ყველაზე დიდი ფარდობითი ცვლილებები მაღალ განედებშია პროგნოზირებული, სადაც ელვა ამჟამად იშვიათი მოვლენაა. ბევრ ასეთ რეგიონში მისი სიმჭიდროვე შესაძლოა ორჯერ მეტად გაიზარდოს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ალასკის პროგნოზი. იქ ელვის დარტყმების რაოდენობა შესაძლოა საბაზისო პერიოდის მაჩვენებლებზე 116–594%-ით მაღალი აღმოჩნდეს. შესადარებლად: 1995–2014 წლებში შტატის დიდ ნაწილში ყოველწლიურად, საშუალოდ, კვადრატულ კილომეტრზე ერთზე ნაკლები დარტყმა ფიქსირდებოდა.

რითი არის საშიში ელვების რაოდენობის ზრდა?

მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს, რომ კვლევა ეხება იმ ელვებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე აღწევს, რადგან ელექტრული განმუხტვების უმეტესობა ღრუბლების შიგნით ან მათ შორის ხდება და მიწამდე არ მიდის.

სამაგიეროდ, მიწაზე ელვის დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ტყის ხანძრები, დააზიანოს ქარის ტურბინები, ელექტროგადამცემი ხაზები და საზღვაო ნავთობპლატფორმები. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მათ გამო რამდენიმე ათასი ადამიანი და ასობით მილიონი ხე იღუპება.

თუმცა თავისთავად ელვების რაოდენობის ზრდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანებისთვის საფრთხის პროპორციულ ზრდას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ზუსტად როდის მოხდება განმუხტვები, - წერს გამოცემა.

კრაუზემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს დარტყმები ჭექა-ქუხილის საწყის ეტაპზე. ამ დროს ღია ცის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა შესაძლოა საფრთხის შემჩნევა ვერ მოასწრონ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. მიწაზე ელვის დარტყმები შესაძლოა 140%-მდე გაიზარდოს - ახალი კვლევა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:24

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს - ვიდეო

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს - ვიდეო
პრაიმტაიმი·11:54

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება - განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება - განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
პრაიმტაიმი·11:40

"უკრაინსკაია პრავდა" დავით არახამიასა და მის გარემოცვას რედაქციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში ადანაშაულებს

"უკრაინსკაია პრავდა" დავით არახამიასა და მის გარემოცვას რედაქციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში ადანაშაულებს
პრაიმტაიმი·11:11

ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ - განათლების სამინისტრო

ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ - განათლების სამინისტრო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.