ორიგინალი
მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ
პრაიმტაიმი·01:20

მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ

28 ნოემბერი, 2026 · 01:20

45 წლის შეძლებული ისრაელის მოქალაქის ცხედარი, რომელსაც ფრანგული მედია ქართველად მოიხსენიებს, 2026 წლის 17–18 ნოემბრის ღამეს, მონაკოს მახლობლად, როკბრუნ-კაპ-მარტენში მდებარე მდიდრულ ვილაში აღმოაჩინეს. აშდოდში მცხოვრები 45 წლის ისრაელის მოქალაქე საფრანგეთის რივიერაზე საკურორტო ქალაქის ერთ-ერთ ვილაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ZAKA-ს (ისრაელის მოხალისეობრივი სამაშველო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია) საერთაშორისო განყოფილება იტყობინება.

ZAKA-ს ცნობით, ნაქირავებ ვილაში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე სისხლჩაქცევები და სისხლდენის ნიშნები ჰქონდა.

გამოცემა Walla-მ გარდაცვლილის ვინაობა დაასახელა: გაბი-თიმურ შალალაშვილი. ის ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე იყო. მედიის ცნობით, მას ახლო მეგობრობა და ნათესაური კავშირი ჰქონდა ქართველ-ისრაელელ ინვესტორთან და ტელეკომპანია Channel 14-ის მფლობელ იცხაკ მირილაშვილთან.

ZAKA-ს განცხადების სათაურში პირდაპირ მიუთითებდა, რომ მამაკაცი მოკლული იყო, თუმცა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ფრანგული მედიის ცნობებს, ისე საფრანგეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.

რა მოხდა საფრანგეთის ოფიციალური ვერსიით?

შეძლებული ისრაელის მოქალაქის, რომელსაც ფრანგული მედია ქართული წარმოშობის პირად მოიხსენიებს, ცხედარი 2026 წლის 17–18 ნოემბრის ღამეს საფრანგეთის რივიერაზე, მონაკოსთან ახლოს მდებარე როკბრუნ-კაპ-მარტენში, მდიდრულ ვილაში აღმოაჩინეს. ნიცაში პარასკევს ჩატარებულმა გაკვეთამ სხეულზე ტრავმული დაზიანებები არ გამოავლინა. ამის შესახებ ნიცის პროკურორის მოადგილემ, მაუდ მარტიმ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, სიკვდილის მიზეზის დასადგენად დამატებითი გამოკვლევები დაინიშნა, რადგან გარდაცვალების გარემოებები კვლავ გაურკვეველი რჩებოდა.

გაკვეთის ჩატარებამდე ნიცის პროკურატურას უკვე ჰქონდა დაწყებული გამოძიება შემდეგი შესაძლო დანაშაულების მიმართულებით: მკვლელობა, გატაცება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო თავისუფლების აღკვეთა, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გარდაცვლილის მეუღლის მიერ 17 ნოემბერს მონაკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოში განხორციელებული სატელეფონო ზარი. ქალმა სამართალდამცველები გააფრთხილა, რომ მისი ქმრის გატაცებას აპირებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც გარდაცვლილის მეგობრად არის მოხსენიებული, ნიცაში დააკავეს. იგი ორი დღის განმავლობაში პოლიციის განკარგულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

დაკავების მომენტში რუსეთის მოქალაქე გადაადგილდებოდა ერთ-ერთი ძვირად ღირებული ავტომობილით, რომელიც იმ ვილის ავტოპარკს ეკუთვნოდა, სადაც ცხედარი ნახეს.

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გაკვეთის შედეგების შესახებ ინციდენტის შემდეგ ისრაელის მედიაში მომხდარი მკვლელობისა და გატაცების ვერსიით გაშუქდა. გამოქვეყნდა ZAKA-ს განცხადებებიც, რომლებშიც გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებების არსებობაზე იყო საუბარი.

თუმცა ეს ცნობები ეწინააღმდეგება საფრანგეთში ჩატარებული გაკვეთის შედეგებს, რომლის მიხედვითაც სხეულზე ასეთი დაზიანებები არ გამოვლენილა.

გამოცემა Nice-Matin-მა კონკრეტულად აღნიშნა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არ ჩანდა დაზიანებები, ცემის ან გაგუდვის კვალი. ასევე, არაფერი მიუთითებდა ადგილზე ბრძოლის ან შენობაში შეღწევის კვალზე.

საფრანგეთის გამოძიება მკვლელობის, გატაცებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო თავისუფლების აღკვეთის შედეგად სიკვდილის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო არა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ძალადობის ნიშნების გამო, არამედ გარდაცვლილის მეუღლის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი ზარის საფუძველზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. მონაკოსთან ახლოს, მდიდრულ ვილაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - მისმა მეუღლემ პოლიციას წინა დღეს აცნობა, რომ ქმრის გატაცებას აპირებდნენ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·00:57

„ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია, 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს...“ – ინფექციონისტის გაფრთხილება

„ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია, 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს...“ – ინფექციონისტის გაფრთხილება
პრაიმტაიმი·00:52

ვერაგი დაავადება, რომლის აღმოჩენაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი - რა უნდა ვიცოდეთ

ვერაგი დაავადება, რომლის აღმოჩენაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი - რა უნდა ვიცოდეთ
პრაიმტაიმი·00:46

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
პრაიმტაიმი·21:37

„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ - იმერეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ - იმერეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.