ორიგინალი
„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ - იმერეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
პრაიმტაიმი·21:37

„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ - იმერეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

27 ნოემბერი, 2026 · 21:37

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. „სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ - იმერეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თემა: მომხდარ

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • ფორმულა·00:56
    თურქული მედია: საქართველოს ელჩი ბათუმში მომხდარის გამო თურქეთის საგარეოში დაიბარეს
  • რუსთავი 2·00:26
    შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - საქართველოს შს მინისტრმა ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა
  • კვირის პალიტრა·22:46
    "გერმანიის ნაკრების თამაშზე მსგავსი ინციდენტი რომ მომხდარიყო, პაპუაშვილი რას იტყოდა? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთის შემთხვევაში კი წაუყრუეს“ - ხუხაშვილი ბათუმში მომხდარ საფეხბურთო ინციდენტზე
  • პოსტივი·22:38
    პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
მომხდარსახლი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·00:57

„ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია, 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს...“ – ინფექციონისტის გაფრთხილება

„ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია, 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს...“ – ინფექციონისტის გაფრთხილება
პრაიმტაიმი·00:52

ვერაგი დაავადება, რომლის აღმოჩენაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი - რა უნდა ვიცოდეთ

ვერაგი დაავადება, რომლის აღმოჩენაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი - რა უნდა ვიცოდეთ
პრაიმტაიმი·00:46

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
პრაიმტაიმი·00:21

„ძალიან მტკივა და მიჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ ხარ...“ - ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

„ძალიან მტკივა და მიჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ ხარ...“ - ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.