ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო - შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს - ცოტნე ანანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას ტრადიციულ ფიასკოს უწოდებს.
ანანიძის შეფასებით, არასასურველ შედეგებს ოპოზიცია ხან ქართველ ხალხს აბრალებს, ხან - ერთმანეთს.
„ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო. შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს,” - წერს ცოტნე ანანიძე.
