ორიგინალი
პარიზში, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, არიან დაშავებულები
პრაიმტაიმი·17:57

პარიზში, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, არიან დაშავებულები

29 ნოემბერი, 2026 · 17:57

პარიზში, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, დაკავებულია ჩვიდმეტი პირი, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ცნობით, ვენსენის ტყეში, პარტიულ ყრილობაზე, სადაც მარინ ლე პენი გამოდიოდა სიტყვით, დაახლოებით 600-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. პოლიციას ჩარევა მას შემდეგ მოუწია, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ღონისძიების მონაწილეთა მიმართულებით 60-მდე ბალაკლავით შენიღბული პირი გადაადგილდებოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მათ ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟებს სხვადასხვა საგანი ესროლეს. ასევე, შეურაცხყოფას აყენებდნენ „ეროვნული გაერთიანების“ აქტივისტებს.

სამართალდამცველებმა სულ ჩვიდმეტი პირი დააკავეს. მათგან სამს ბრალი ედება ჯგუფურად სამართალდამცველზე განზრახ თავდასხმაში, წინააღმდეგობის გაწევაში, შეიარაღებულ შეკრებაში მონაწილეობასა და D კატეგორიის იარაღის ტარებაში.

ინციდენტის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსუბუქი დაზიანებები მიიღეს „ეროვნული გაერთიანების“ უსაფრთხოების სამსახურის ორმა თანამშრომელმა და რამდენიმე აქტივისტმაც.

პოლიციის ცნობით, მოგვიანებით, ყრილობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისთვის ოთხი პირი დააკავეს, ასევე დააკავეს ხუთი არასრულწლოვანი, რომლებსაც ბალაკლავები ეკეთათ და პარტიის შეკრებას აპროტესტებდნენ. ამჟამად ისინი გათავისუფლებული არიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. პარიზში, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, არიან დაშავებულები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·18:18

რა საეკლესიო დღესასწაულები აღინიშნება დეკემბერში - მნიშვნელოვანი თარიღები ახალ წლამდე

რა საეკლესიო დღესასწაულები აღინიშნება დეკემბერში - მნიშვნელოვანი თარიღები ახალ წლამდე
პრაიმტაიმი·18:01

USAID-ის საქმიანობამ უმძიმესი კვალი დატოვა მთელს მსოფლიოზე - დავით მათიკაშვილი

USAID-ის საქმიანობამ უმძიმესი კვალი დატოვა მთელს მსოფლიოზე - დავით მათიკაშვილი
პრაიმტაიმი·17:47

იტალიაში, 60 ევროს კბილის პასტის ქურდობისთვის, ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიაში, 60 ევროს კბილის პასტის ქურდობისთვის, ქართველი მამაკაცი დააკავეს
პრაიმტაიმი·17:11

აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს

აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.