ორიგინალი
აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს
პრაიმტაიმი·17:11

აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს

29 ნოემბერი, 2026 · 17:11

ამერიკულმა კომპანიამ Journi Health წონის დასაკლები შოკოლადი გამოუშვა, სახელწოდებით Melt. მის შემადგენლობაში შედის ორფორგლიპრონი - კომპანია Eli Lilly-ის რეცეპტით გასაცემი გასახდომი პრეპარატის, Foundayo-ს აქტიური ინგრედიენტი. ეს კომპანია ასევე აწარმოებს გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ზე (GLP-1) დაფუძნებულ საინიექციო პრეპარატ Mounjaro-ს.

Journi Health-ში აცხადებენ, რომ პროდუქტი შექმნეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინიექციების გაკეთება ან აბების გადაყლაპვა უჭირთ, ასევე მათთვის, ვისაც წონის შესანარჩუნებლად პრეპარატის მიკროდოზების მიღება სურს.

სავარაუდოდ, შოკოლადი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ. ერთთვიანი გამოწერა - 24 შოკოლადის კვადრატი და ექიმის კონსულტაცია 189 დოლარი ეღირება. ორიგინალი პრეპარატის, Foundayo-ს აბების ერთთვიანი კურსი კი, დაზღვევის გარეშე, 649 დოლარი ღირს.

პროდუქტს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა ჯერ არ მიუღია. Melt-ი ინდივიდუალური რეცეპტით დამზადებულ სამკურნალო საშუალებად ითვლება. FDA აფთიაქებს უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად მოამზადონ ასეთი პრეპარატები იმ შემთხვევებში, თუ მედიკამენტი დეფიციტშია ან ამას პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები მოითხოვს.კომპანია Eli Lilly-ში წონის დასაკლებ შოკოლადს შეუსწავლელი ფალსიფიკაცია და სერიოზული სამედიცინო საჭიროების მარკეტინგულ ხრიკად ქცევის მცდელობა უწოდეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აშშ-ში გასახდომი შოკოლადი გამოუშვეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·16:13

მიმართულება, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ვერ გადაადგილდებით - გაფრთხილება მძღოლებს

მიმართულება, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ვერ გადაადგილდებით - გაფრთხილება მძღოლებს
პრაიმტაიმი·15:52

დედის ცხედარს საყინულეში თითქმის სამი წელი მალავდა - ფაქტზე 60 წლის კაცი დააკავეს

დედის ცხედარს საყინულეში თითქმის სამი წელი მალავდა - ფაქტზე 60 წლის კაცი დააკავეს
პრაიმტაიმი·15:52

ბანანის ქერქი და სიმდიდრის მოზიდვის რიტუალი - რას წარმოადგენს სიმორონის პრაქტიკა

ბანანის ქერქი და სიმდიდრის მოზიდვის რიტუალი - რას წარმოადგენს სიმორონის პრაქტიკა
პრაიმტაიმი·15:21

ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული - თენგიზ შარმანაშვილი

ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული - თენგიზ შარმანაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.