ქორწილის ცერემონიაზე ბომბი ჩამოვარდა - მიანმარში იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ
მიანმარში სამხედრო ავიადარტყმებს ბოლო დღეებში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმები სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის ქორწილის ღონისძიებაზე, სკოლასა და საცხოვრებელ უბანში.
ერთ-ერთი თავდასხმა ქორწილის ადგილას მოხდა, სადაც მაშველების ცნობით, ადამიანების დიდი ნაწილი დაიღუპა და დაშავდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია საცხოვრებელ უბანსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და მასწავლებლების, სიცოცხლე შეეწირა.
მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 2021 წლიდან, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. სამხედრო ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია.
