ორიგინალი
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
პრაიმტაიმი·13:07

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

29 ნოემბერი, 2026 · 13:07

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი ნახევარ საათში დასრულდა.

მეგრელიშვილის შეფასებით, ხმაურიანი განცხადებები და მასშტაბური კამპანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, აქციაზე გამოვლენილმა შიდა დაპირისპირებამ და საორგანიზაციო ქაოსმა ოპოზიციის პოლიტიკური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის „მისია“ კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ორთვიანი სამზადისის საბოლოო შედეგი გრანდიოზული ჩაფლავება აღმოჩნდა.

„ორი თვე მზადება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია, ხმაურიანი განცხადებები და დიდი მოლოდინები…

საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“.

პოლიტიკურად ხმაურიანი პროლოგი ჰქონდათ, მაგრამ ფინალი აშკარად მოკლე გამოუვიდათ!

ხმამაღალი განცხადებების, მასშტაბური კამპანიებისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება სახალხო ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, ისევე როგორც ქუჩაში ადამიანების მობილიზება თავისთავად ვერ ადასტურებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.

არანაკლებ საყურადღებოა ის შიდა დაპირისპირება და საორგანიზაციო ქაოსი, რომელიც თავად ოპოზიციურ ფლანგზე გამოვლინდა. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე აცხადებენ პრეტენზიას, ელემენტარულ საკითხებზეც კი ვერ თანხმდებიან - იქნება ეს აქციის წამყვანის შერჩევა თუ სააკაშვილის ბანერების გამოტანა. როდესაც საერთო მიზნის გარშემო შეკრებაც კი ასეთი უთანხმოებით მიმდინარეობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ წარმოუდგენიათ მათ გაცილებით რთული სახელმწიფოებრივი პროცესების მართვა?

ქვეყნის მართვა მხოლოდ პრეტენზიებით, ხმაურიანი განცხადებებითა და პოლიტიკური ამბიციებით არ ხდება. ამას სჭირდება პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, შეთანხმების უნარი, მკაფიო ხედვა და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა.

სწორედ ეს უკანასკნელია ის მთავარი რესურსი, რომლის მოპოვებასაც, საგანგებო მობილიზაციის მიუხედავად კვლავაც ვერ ახერხებენ და გუშინდელი მცდელობაც გრანდიოზული ჩაფლავებით დასრულდა. ,,მისია” კვლავ შეუსრულებელია.

ფაქტია, რომ საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალას არა საკუთარი თავის შესახებ შექმნილი ხმაურიანი წარმოდგენა, არამედ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა განსაზღვრავს.

ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია.

ეტყობა, დაგეგმილი აქცია კი არა - დამშვიდობების ცერემონია ჰქონდათ!“ - წერს მეგრელიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

თემა: ნოემბრის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • იმედი·13:04
    თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
  • პოსტივი·13:01
    თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: „ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია“
  • რუსთავი 2·12:30
    გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის "გრანდიოზული" აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება
  • ინფო 9·12:26
    გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა, ეს არის „ნაცრადიკალების“ 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება
ნოემბრისაქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·13:10

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
პრაიმტაიმი·13:06

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო
პრაიმტაიმი·13:03

საკვები ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

საკვები ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური
პრაიმტაიმი·12:54

ქორწილის ცერემონიაზე ბომბი ჩამოვარდა - მიანმარში იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ

ქორწილის ცერემონიაზე ბომბი ჩამოვარდა - მიანმარში იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.