„რამდენად ჩართულია ყოფილი მეუღლე ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში?“ - თამო ვაშალომიძის პასუხი
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობასა და შვილების აღზრდაში მის ჩართულობაზე საუბრობს.
ვაშალომიძე ამბობს, რომ ბავშვებთან მიმართებით მათ კარგი კომუნიკაცია აქვთ და ყოფილ მეუღლეს იდეალურ მამად მიიჩნევს.
„ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან კარგი მამაა. ძალიან ჩართულია და ამ მხრივ, ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს, ბავშვებთან მიმართებით. იდეალური მამაა. მასთან ბავშვები მიდიან, მოდიან, უპრობლემოდ. ყოველდღიურად ვნახულობთ, ახლოს ვცხოვრობთ,“ - ამბობს ვაშალომიძე PregCast-ში.
