საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მღვდელ-მონაზონი მათე ტატიშვილის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მათე (ტატიშვილი). მღვდელ-მონაზონი მათე დაიკრძალება სამშაბათს, 1 დეკემბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტერში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ მათეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი მათე“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
