„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება.
მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.
