ორიგინალი
ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე
რადიო თავისუფლება·07:39

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე

27 ნოემბერი, 2026 · 07:39

ევროკავშირის ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ გაერთიანების 2028-2034 წლების ბიუჯეტზე. ეს საკითხი მრავალი საათის განმავლობაში განიხილებოდა ბრიუსელში 26 ნოემბერს გახსნილ სპეციალურ სამიტზე.

საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას მოითხოვენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, დანია და ბელგია. ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ, არიან იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და პოლონეთი.

სპეციალური სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ წარმოადგინა შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტი. მისი თანხა 1,78 ტრილიონი ევროა, რაც ევროკომისიის თავდაპირველ გეგმაზე დაახლოებით 204 მილიარდით ნაკლებია.

მოწინააღმდეგე ქვეყნები ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას მოითხოვენ.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტზე ლიდერების მოსაზრებები ისევ მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მოლაპარაკება 27 ნოემბერს აღარ გაგრძელდება. ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტის განხილვას 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე დაუბრუნდებიან. მერცი არ კარგავს იმედს, რომ შედეგს ამ წლის ბოლომდე მიაღწევენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ დეკემბრის ბოლომდე ვერ შეთანხმდებიან, მოლაპარაკებების გაგრძელება 2027 წლის პირველ ნახევარში, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აზრს კარგავს და პროცესი მომავალი წლის მეორე ნახევრამდე გადაიდება, რაც ბიუჯეტის დროულად დამტკიცებას საფრთხეს შეუქმნის.

უკრაინის დამატებითი დაფინანსების საკითხი

26 ნოემბერს ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ სამიტზე განიხილებოდა უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხიც. კერძოდ, 2027 წლისთვის კიევისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებაში წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ. მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში 27 სახელმწიფოა და არა 23, ან 24.

გერმანიის კანცლერმა მიანიშნა უნგრეთზე, სლოვაკეთზე, ჩეხეთსა და ბულგარეთზე, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგებიან უკრაინის დაფინანსებას.

2025 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საერთო ბიუჯეტის გარანტიით უკრაინას 2026-2027 წლებისთვის მისცემს 90 მილიარდი ევროს კრედიტს. თანხის ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო.საბრძოლო მოქმედებების მასშტაბიდან გამომდინარე უკრაინას 2027 წლისთვის დამატებითი თანხა სჭირდება.

2026 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინას ომი დაუჯდება 155 მილიარდი ევრო და ამ თანხიდან სულ მცირე 70 მილიარდს ევროკავშირისგან ითხოვენ.

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ამ თანხიდან დაახლოებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • რუსთავი 2·05:48
    შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
  • ფორმულა·05:48
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • ინტერპრესნიუსი·05:35
    ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
  • BM.GE·00:20
    ევროპაში თანამგზავრების უდიდესი ქარხანა გაიხსნა - ევროკავშირი Starlink-ის ალტერნატივას ქმნის
ევროკავშირის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·01:45

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს
რადიო თავისუფლება·01:40

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“
რადიო თავისუფლება·00:32

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
რადიო თავისუფლება·23:47

ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა მიუღებელია

ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა მიუღებელია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.