შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ომარაულები, ბოჭორმა, ფიჭვიანი; ხოლო 13:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, საჯინიბო, სიონი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს ქ. მცხეთაში - გიორგობიანის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში: ძეგვი, მისაქციელი, წილკანი, ნატახტარი, ქვემო ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე. 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური.
13:00-დან 16:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ჩარგალი, გომეწარი, თხილიანა, გველეთი, ინო, მიგრიაულები, გუდარახი და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 13:40-დან 19:00 საათამდე - სოფლებში: ჩინთი, წითელი კლდე, ახალციხე, გურგალველი, ვარცლა, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.
15:50-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - დიდგორის, გურამიშვილის, წერეთლის, ბარათაშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთის, წყაროსუბნის და მიმდებარე ტერიტორიაზე, ავჭალა-2-ის დასახლებაში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
