ვინ არის ალექსანდრე თოფურიას რჩეული და რა არის ცნობილი ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე
ბოლო პერიოდში, თოფურიების ოჯახი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მიზეზი ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები გახდა. UFC-ის ქართველი ჩემპიონი მეუღლეს, ჯორჯინა უსკატეგის დაშორდა, რასაც ხმაურიანი განცხადებები, ურთიერთბრალდებები და სამართლებრივი დავა მოჰყვა და ცოტა ხნის შემდეგ, ტაბლოიდებში კვლავ დაიწერა, რომ ილია შეყვარებულია. ამჯერად, მისი რჩეული „სუხიშვილების“ მოცეკვავე, 19 წლის ლინა სიჭინავაა.
ცოტა ხნის წინ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი მარცხი განიცადა – ქართველმა მებრძოლმა სანტიაგო ლუნასთან ბრძოლა დათმო და საზოგადოების ყურადღების ქვეშ კვლავ მოექცა. ამის პარალელურად, საზოგადოება მისი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მისი გული დაკავებულია და გასულ წელს მამაც გახდა.
ალექსანდრეს რჩეული 26 წლის ბელენ სარიონ ვილედაა. ცნობილია, რომ ის გაყიდვების სფეროში მუშაობს და წარსულში ესპანეთში, პარფიუმერიის მაღაზიაში საქმიანობდა.
She Loves The Gloves-თან საუბარში ქართველმა მებრძოლმა გაამხილა, რომ გოგონას მამა გახდა.
„პასუხი ადვილია, ჩემი ბავშვის დაბადება. სექტემბერში დაიბადა. ამ ინფორმაციას არ ვაშუქებ... ღმერთის წყალობით, გოგონას მამა ვარ.
ჩხუბის მერე ვთქვი, რომ ამჟამად რაც მინდა, ჩავიდე და ჩემს ბავშვს ჩავეხუტო მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. რაც ძალიან კარგია, მაგრამ... 2025-ში დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი“, - თქვა ალექსანდრემ.
უმცროსი თოფურია პირადი ცხოვრების შესახებ არც საუბრობს და არც სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს. კამერებმა რჩეულთან ერთად მხოლოდ რამდენჯერმე დააფიქსირეს.
