ორიგინალი
ვხედავთ კიევის რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში, კონფლიქტის გაფართოება არავის სურს, ამიტომ, ეს ქმედებები პოტენციურად ძალიან სახიფათოა - დიმიტრი პესკოვი
პრაიმტაიმი·22:23

ვხედავთ კიევის რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში, კონფლიქტის გაფართოება არავის სურს, ამიტომ, ეს ქმედებები პოტენციურად ძალიან სახიფათოა - დიმიტრი პესკოვი

26 ნოემბერი, 2026 · 22:23

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებზე გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა და ამ ნაბიჯს „ძალიან სახიფათო“ უწოდა.

„ჩვენ ვხედავთ კიევის რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში. ეს არ შეიძლება, არ აწუხებდეს სანაპირო სახელმწიფოებს და, ალბათ, ზოგადად, ნატო-ს ალიანსსაც. რა თქმა უნდა, კონფლიქტის გაფართოება არავის სურს. ამიტომ, კიევის რეჟიმის ეს ქმედებები პოტენციურად ძალიან სახიფათოა“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმები უკრაინისთვის ახალი სახსრების გამოყოფის შესახებ სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო იქნება.

„სამშვიდობო პროცესისთვის შედეგები კარგი არ იქნება. ევროპელების მიერ წაქეზებული და წახალისებული კიევის რეჟიმი ნაკლებად არის მიდრეკილი სამშვიდობო პროცესისკენ და უფრო მეტად ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული – უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მოქალაქეების ინტერესების, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადება. როგორც დონალდ ტრამპისა და მარკ რუტეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა და უკრაინამ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ვხედავთ კიევის რეჟიმის ტერორისტულ ქმედებებს ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში, კონფლიქტის გაფართოება არავის სურს, ამიტომ, ეს ქმედებები პოტენციურად ძალიან სახიფათოა - დიმიტრი პესკოვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·00:12

როგორი ამინდი იქნება ნოემბრის ბოლომდე - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება ნოემბრის ბოლომდე - უახლოესი დღეების პროგნოზი
პრაიმტაიმი·00:09

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
პრაიმტაიმი·23:58

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან
პრაიმტაიმი·23:53

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.