მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს.

პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. სამინისტროს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ახალი ინიციატივები გააცნეს, დეტალურად განუმარტეს მონაწილეობის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.

ალექსანდრე შერვაშიძის, დიმიტრი ჯაიანისა და გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიები ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. კანდიდატთა შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევები და მაღალი აკადემიური მოსწრება.

ამასთან, სამინისტროში პირველად ცხადდება ოთხთვიანი სტაჟირების პროგრამა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში, მათ შორის: პროფესიულ თეატრებში, კაპელასა და ანსამბლებში, გაივლიან. პროგრამა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმავონ პროფესიული უნარები და სრულად წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

აღნიშნული ინიციატივა სახელოვნებო განათლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების პროფესიულ გაძლიერებასა და აფხაზეთის კულტურული სივრცისთვის ახალი შემოქმედებითი რესურსის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. კანდიდატთა წარდგენის წესი, პირობები და სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდზე: https://abkhazia.gov.ge

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე: https://portal.abkhazia.gov.ge/guest/Agency/Programs/2

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

რუსთავი 2

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

რუსთავი 2