მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ახალი პლატფორმის განვითარება ეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება.

ეკონომიკური მონაცემების პორტალი საქართველოს ეკონომიკის ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს ერთიან სივრცეში ხდის ხელმისაწვდომს. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ სასურველი დროითი მწკრივები, შეარჩიონ მონაცემთა სიხშირე, აგრეგაციის დონე და ცვლილების ტემპი, ხოლო მიღებული შედეგები კი მათთვის მოსახერხებელ ფორმატში ჩამოტვირთონ.

ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში თანამედროვე ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს ინფლაციის დინამიკის, მისი ძირითადი კომპონენტებისა და ფასების ცვლილების ტენდენციების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ანგარიშში მონაცემების წარმოდგენა შესაძლებელია სასურველი სიხშირითა და ცვლილების ტემპით, ინტერაქტიული დიაგრამებისა და ცხრილების სახით.

ახალი ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და ინტერპრეტაციას. ამასთანავე, ისინი ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის განვითარებას და საზოგადოებას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ახალი ინსტრუმენტების ფუნქციონალს, შესაძლებლობებსა და მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი - ირაკლი კობახიძე

არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი - ირაკლი კობახიძე

რუსთავი 2

ელისო ვირსალაძე 84-ე შემოდგომას თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდება - ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება

ელისო ვირსალაძე 84-ე შემოდგომას თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდება - ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება

რუსთავი 2

ამოღებულია "მეთადონი," "ალფა-პვპ," "ბუპრენორფინი," "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - მორიგი სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

ამოღებულია "მეთადონი," "ალფა-პვპ," "ბუპრენორფინი," "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - მორიგი სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

რუსთავი 2

ავიაცია, საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები და რკინიგზა - საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

ავიაცია, საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები და რკინიგზა - საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

რუსთავი 2