მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და საშუალოდ 5.2% იქნება, ხოლო 2027 წლისთვის ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოდ 2.7%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირების მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკა, ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ტენდენცია, ეკონომიკური ზრდა და ლარის სტაბილურობა.

"ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველს რამდენიმე გარემოება გვაძლევს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, კერძოდ, ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკა და შესაბამისად, ენერგორესურსების ფასები. მართალია, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ესკალაციის ეპიზოდმა მნიშვნელოვნად გაზარდა მერყეობა, თუმცა ისიც გვაჩვენა, რომ ზრდის ამპლიტუდა შედარებით დაბალი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ინფლაციის შემდგომი დინამიკის მოლოდინები შეგვიქმნა. ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე საპასუხო რეაქცია უკვე ნაკლებად პანიკურია. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება საბაზო ეფექტის გავლენაც. ნავთობისა და ენერგორესურსების ფასების ზრდა მოკლევადიან პერიოდში ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს, თუმცა საბაზო ეფექტის შედეგად, შემდგომ პერიოდში ამ ფაქტორის გავლენა თანდათან შესუსტდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება სურსათის ფასების დინამიკაც.

ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების ფასების მხრივ შედარებით ხელსაყრელი დინამიკა შეინიშნება. ამასთან, შიდა ბაზარზე არსებული ვითარებაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სურსათზე ფასების შემცირების ტენდენცია უახლოეს პერიოდში გაგრძელდება", - აღნიშნა ეკატერინა მიქაბაძემ.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ფაქტორიც. როგორც ეკატერინე მიქაბაძე განმარტავს, ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სექტორებით, რაც თავის მხრივ საწარმოო პოტენციალს ზრდის - ეს კი მოთხოვნის მხრიდან ამცირებს ფასებზე ზეწოლას.

"პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის ლარის მყარი პოზიციაც. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი და მათი ერთდროული ზემოქმედება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს, 2027 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. თუმცა ცხადია, ცენტრალურ სცენარში გაწერილი მოლოდინები მოიაზერებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მოკლე ვადაში დასრულებას და ნავთობის საერთაშორისო ფასების დასტაბილურებას", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილი

მსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2

პატრიარქი: სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

პატრიარქი: სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

რუსთავი 2

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2