მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი კირცხალია: "ნაციონალური მოძრაობის", მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ენჯეოებისთვის, რომლებიც "დიფ სთეითის" აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
ირაკლი კირცხალია: "ნაციონალური მოძრაობის", მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ენჯეოებისთვის, რომლებიც "დიფ სთეითის" აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

ირაკლი კირცხალია: "ნაციონალური მოძრაობის", მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ენჯეოებისთვის, რომლებიც "დიფ სთეითის" აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 10:45|rustavi2.ge

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და ენჯეოებში მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის:, მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, არასამთავრობოებისა თუ კონკრეტული ადამიანებისთვის, ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის აგვისტოს ომი საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობის", მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული ენჯეოებისთვის, რომლებიც საბოლოოდ "დიფ სთეითის" ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი. მეტიც - მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთთან კულტურულ - ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა.

ამ პერიოდში, იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არამხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, "ნაცმოძრაობის" კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პარტიებსა და ენჯეოებში მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ.

საკუთარ წერილში, პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს - არც "ნაცმოძრაობა" და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ", - წერს ირაკლი კირცხალია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • თორნიკე ფაღავა: 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებსიმედი
  • ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატსფორმულა
  • გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდებაBM.GE
  • „პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებსტვ პირველი
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო

სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო

რუსთავი 2

ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და "ენჯეოშნიკები". პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა

ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და "ენჯეოშნიკები". პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა

რუსთავი 2

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას  არ ერიდებოდნენ

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას  არ ერიდებოდნენ

რუსთავი 2

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

რუსთავი 2